ჩვენ შესახებ

ESARTIA Architects – ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ შენობებს ჩვენ ვქმნით სივრცეებს, რომლებიც აზრს ატარებენ, ემოციას იწვევენ და დროს უძლებენ. მისი ფუძემდებელი იდეაა, რომ არქიტექტურა ვერ იქმნება მოთხოვნით ის იქმნება შთაგონებით, როგორც უნიკალური საავტორო ნამუშევარი.

ჩვენს სახელში დამალულია ჩვენი ხედვა. ჩვენთვის არქიტექტურა არ არის პროდუქტი, ის არის კვინტესენცია სამივე შემადგენლის მოქცეული ერთ ფორმაში ეთიკის, ესთეტიკისა და ფუნქციონალურობის სამკუთხედი, რომელიც ქმნის ღირებულ სივრცეებს ფიზიკურსაც და ემოციურსაც.

ჩვენ ვთავაზობთ კონცეპტუალურ და საავტორო არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს და სივრცით აღქმაზე დაფუძნებულ არქიტექტურულ ხედვებს. ყოველი პროექტი ჩვენთვის არის ხელოვნების გამოძახილი, რომელიც იწყება იდეით და სრულდება რეალურ სივრცეში.