სერვისები

კონცეპტუალური არქიტექტურა

კონცეპტუალური არქიტექტურა

კონცეფცია არის საწყისი წერტილი, სადაც არქიტექტურა იბადება. ეს არ არის უბრალოდ ესკიზი – ეს არის დღევანდელი იდეა და მომავლის საფუძველი.

ამ ეტაპზე ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი სივრცეს – როგორ იგრძნობა ფუნქცია, როგორი წარმოდგენა შეიქმნება მომავალ შენობა-ნაგებობაზე.

ჩვენთვის კონცეპტუალური არქიტექტურა არის განცდა ფორმისა – სადაც ერთმანეთს ერწყმის ეთიკა, ესთეტიკა და ფუნქციონალურობა – შინაარსი, სილამაზე და აზრიანი გადაწყვეტა.

ეს არის მომენტი, როცა შენობა პირველად იწყებს საუბარს. და ჩვენ ვუსმენთ.

არქიტექტურული დაპროექტება

არქიტექტურული დაპროექტება

არქიტექტურული პროექტირება ის ეტაპია, სადაც იდეა გარდაიქმნება რეალურ სტრუქტურად. ეს არის გზამკვლევი კონცეფციიდან აშენებამდე – გეგმარება, ხედები, დეტალები და მოცულობები.

ამ პროცესში ჩვენთვის არსებითია სამი პრინციპი:

ეთიკა – პასუხისმგებლობა თითოეულ მონაკვეთზე. ესთეტიკა – პროპორციების სიზუსტე და კომპოზიციური ჰარმონია. ფუნქციონალურობა – კომფორტული და რაციონალური სივრიც უზრუნველყოფა.

პროექტირება ჩვენთვის არა მხოლოდ ტექნიკური ამოცანაა, არამედ ახალი გამოწვევაა – რათა იდეა აისახოს სრულად და იქცეს რეალობად.

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერი ჩვენთვის არ არის უბრალოდ შიდა გაფორმება – ეს არის მეტამორფოზა სივრცის, არქიტექტურული იდეის შიგნიდან გაგრძელება.

ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივ გავიცნოთ ადამიანი, მისი ხასიათი და განწყობა. გავეცნოთ მის კულტურას, რათა დეტალებში ავსახოთ და გადმოვიტანოთ მისი ემოციები სივრცეში.

ერგონომიკა – გონივრული და ჰარმონიული განლაგება;ფერთა და ტექსტურათა ბალანსი – ვიზუალური და ემოციური წონასწორობა; განათება – აცოცხელბს კომპოზიციებს; არქიტექტურული ფორმები – აგრძელებენ მის შინაარს.

ინტერიერის დიზაინი როგორც არქიტექტურის გაგრძელერბა

საავტორო ზედამხედველობა

საავტორო ზედამხედველობა

არქიტექტურა არ სრულდება პროექტით – ის გრძელდება რეალობაში. საავტორო ზედამხედველობა ჩვენთვის არის პასუხისმგებლობა, რომ იდეამ არ დაკარგოს სიღრმე, ფორმამ – ხასიათი, და სივრცემ – აზრი.

ეს არის ეტაპი, სადაც საჭიროა დეტალებზე ზრუნვა, ხარისხის კონტროლი და არქიტექტურის იმ პრინციპების დაცვა, რომლებიც საფუძვლად უდევს იდეის განხორციელებას.

პასუხისმგებლობა – ის რაც გვმატებს პროფესიონალიზმს და გვიმაღლებს მოტივაციას. პროცესების მართვა – კომპლექსური მიდგომა და რესურსების ოპტიმიზაცია. კომუნიკაცია – ეს არის ჩვენი კულტურა, რომლის გარეშეც იდეა ვერ შედგება.

ჩვენ მივყვებით იდეას ბოლომდე – სანამ ის გახდება სივრცე, რომელიც აზრს ატარებს.