ბიოგრაფია
ESARTIA Architects
ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲐᲠᲥᲘᲢᲔᲥᲢᲣᲠᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲘა
– განათლება:
– 2011–2015: ბაკალავრიატი – თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურისა და მშენებლობის ფაკულტეტი.
– 2016–2018: მაგისტრატურა – კიევის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი.
– 2019-2020: პროექტის მენეჯმენტის პროფესიული კურსი PMBOK სტანდარტის მიხედვით.
პროფესიული საქმიანობა:
2016 წლიდან იგი აქტიურად მოღვაწეობს არქიტექტურის, მშენებლობისა და დიზაინის სფეროში სხვადასხვა ქვეყანაში – მათ შორის საქართველოში, დსთ-ს ქვეყნებში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ინდონეზიაში.
მისი უნიკალური, ფუტურისტული ხელწერა ეფუძნება ინჟინრულ სიზუსტეს, მხატვრულ ფორმასა და სივრცის ფილოსოფიას – სადაც ეთიკა, ესთეტიკა და ფუნქციონალურობა ერთიანდება ერთ მთლიან ხედვაში.
გელა ესართია
პუბლიკაცია:
2024 წელს, ბალიზე (ინდონეზია), მან გამოსცა საავტორობითი წიგნი ESARTIA ARCHITECTURE – First Edition, რომელიც ეძღვნება კონცეპტუალური არქიტექტურისადმი მის ინდივიდუალურ მიდგომას. გამოცემაში წარმოდგენილია სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების ილუსტრაციები – მათ შორის საზოგადოებრივ-კულტურული ცენტრები, სპორტული სტადიონი, ბიზნეს და სავაჭრო კომპლექსები, ასევე ხიდები.
მისმა ფუტურისტულმა სტილმა და გამორჩეულმა არქიტექტურულმა ხელწერამ საერთაშორისო პროფესიულ წრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და გახდა განხილვის თემა არაერთი არქიტექტორისა და დიზაინერის მიერ.